გამართული/გაწაფული კითხვის მნიშვნელობა ტექსტის გაგება-გააზრებისათვის
ქ. თბილისის სსიპ 107-ე სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო კოვზიაშვილი
2 0 1 8 წ.
სარ ჩევი
დანართი N 3პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ჩემ მიერ 107-ე საჯარო
სკოლის მე-2 კლასებში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.ნაშრომში განხილულია
თუ რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის ტექნიკის
დახვეწა და გაწაფული კითხვა ტექსტის გააზრებისა და წიგნიერების უნარის განვითარებისათვის.
როგორც მოგეხსენებათ, წიგნიერება ფართო გაგებით სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვის,
შექმნის, განხილვის, გადამუშავების და გამოყენების უნარებს მოიცავს და ფუნდამენტური
უნარია კონკრეტული ყოფითი და ადამიანური პრობლემების გადაჭრის, პიროვნული განვითარების,
განათლების, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების კუთხით.
ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე,
ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე უკეთესი მიღწევებით გამოირჩევიან ის მოსწავლეები/სტუდენტები
რომლებმაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა და წერა.
მოსწავლეებს რომელთაც მეოთხე კლასამდე სათანადოდ
არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო
კლასებში. ამიტომაც კითხვის უნარის განვითარებას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
თავი I
მოკლე ინფორმაცია სკოლის მე-2 კლასების შესახებ:
სსიპ ქ.თბილისის 107-ე სკოლის მე-2 კლასებში სწავლობს 146 მოსწავლე, აქედან
75 გოგოგნაა, 71 - ვაჟი. მოსწვლეთ სერთო
როდენობის დაახლოებით 17% არაქართულენოვანია. ამ კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას
6 მასწავლებელი ასწავლის. მათ შორის 2 უფროსი
მასწავლებელია 4 - პრაქტიკოსი. მასწავლებლები პერიოდულად გადიან პროფესიული განვითარების ტრენინგებს, ნერგავენ სიახლეებს
პრაქტიკაში.
1.2
პრობლემა და საკვლევი საკითხი:
კვლევის საფუძველი გახდა მეორე კლასებში მხატვრული ტექსტის წაკითხვისა და მათი
ადექვტურად აღქმა- გააზრების საკითხი.
ტექსტების დამუშავებისას შეინიშნებოდა,რომ მოსწავლეებს მეტ -ნაკლებად უჭირდათ
ტექსტებიდან ძირითადი ინფორმაციის ამოკრება,შინაარსის წვდომა და არგუმენტირებული დასკვნების
გამოტანა. ამის შესახებ მასწავლებლებიც ხშირად ვსაუბრობდით, ვგეგმავდით ტექსტის გაგება-გააზრებაზე
ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებს, მაგრამ მოსწავლეთა ნაწილში ტექსტის გაგება-გააზრება
კვლავ პრობლემად რჩებოდა. გაჩნდა კითხვა:
რა არის მოსწავლეებში ტექსტის გაგება-გააზრების
სირთულის გამომწვევი მიზეზები?
რა წინაპირობების
შექმნაა საჭირო ამ სირთულის დასაძლევად?
აი, ამ საკითხებზე პასუხების გასაცემად გადავწყვიტე მეორე კლასების მასწავლებლებში,
მოსწავლეებსა და მშობლებში განმეხორციელებინა კვლევა.
1.3
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
გავეცანი ამ საკითხზე არსებულ ლიტერატურას და გავარკვიე რომ პრობლემის
გამომწვევ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი მიზეზები:
·
კითხვის ტექნიკის ფლობა.მოსწავლეებს არ აქვთ ჩამოყალიბებული გამართული კითხვის
უნარი, მოსწავლეთა მთელი ძალისხმევა იხარჯება სიტყვების დაკოდირებასა და ამოკითხვაზე,
ამიტომაც მოსწავლეები სათანადოდ ვეღარ იაზრებენ ტექსტს.
·
მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი. ხშირად ტექსტში ამოკითხული სიტყვების საკმაო ნაწილი გაუგებარია მოსწავლეებისათვის რაც
აფერხებს ტექსტის გააზრებას. ცნობილია რომ თუ ტექსტში მოსწავლისათვის სიტყვების 5 პროცენტზე
მეტი გაუგებარია, მაშინ ეს ტექსტი რთულია მოსწავლისათვის და იწვევს მასში ფრუსტრაციის
განცდას.
·
ავთენტური და საინტერესო ტექსტები. მოსწავლეები მეტი ხალისით კითხულობენ და მარტივად იგებენ
ისეთ ტექსტებს რომლებიც შეესაბამება მათ ასაკობრივ თავისებურებებს და მოუთხრობს მათთვის
მახლობელ და საინტერესო თემებზე.
·
წიგნიერი გარემო ოჯახსა და საზოგადოებაში. იმ ოჯახებში სადაც ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აქვთ
ურთიერთობა წიგნებთან, მშობლები უკითხავენ ზღაპრებს,მოთხრობებს, სახალისო და საინტერესო
ამბების შემცველ ტექსტებს) ბავშვები მეტად ეზიარებიან წიგნიერ გარემოს,იღებენ მისგან
სიამოვნებას და შემდგომში ასეთი ბავშვებისათვის კითხვა უფრო სახალისო ხდება და წაკითხულის
გაგება და გააზრება კი უფრო იოლი და პირიქით თუ ბავშვი შინ მოწყვეტილია წიგნიერ გარემოს
წიგნთან ურთიერთობა სკოლაში მისთვის რთული
და არასასიამოვნო პროცესი ხდება.
1.4 კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო მოსწავლეებში კითხვასთან
დაკავშირებული პრობლემები და გამოვნახო მისი გადაჭრის ოპტიმალური გზები.
სარგებელი
ამჯერად
ჩემი კვლევა წარიმართა პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზის, კითხვის ტექნიკის
გაუმჯობესებისა და დახვეწის მიმართულებით, რადგან ვფიქრობ, რომ მასწავლებელს შეუძლია
მოსწავლეს მიაწოდოს განვითარების შესაბამისი ავთენტური, საინტერესო ლიტერატურა, მისი ასაკის შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით შექმნილი
და ახალი ლექსიკური ერთეულების სწავლების სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით წარმართოს მოსწავლეებთან მასზე მუშაობა. ამის შემდეგ
კი გადაულახავ ბარიერად რჩება მოსწავლეებში მხოლოდ ტექსტის კითხვის სირთულე. თუ ამ
კუთხით გამოვიყენებთ სხვადასხვა ახალ და ეფექტურ სტრატეგიებს მოსწავლეებში კითხვის
ტექნიკის დაუფლების მხრივ მივიღებთ უფრო მაღალ შედეგებს,
რაც თავის მხრივ ტექსტის
გაგება-გააზრებას შეუწყობს ხელს.
1.5
კვლევის ამოცანები
ü
მასწავლებელთა
და მშობელთა ანკეტირება
ü
მოსწავლეთა
ფოკუსჯგუფებთან უნტერვიუ
ü
დაკვირვება
თითოეული მოსწავლის კითხვის ტექნიკაზე,გამართული კითხვის ტესტირების ჩატარება
ü
მხატვრული
ტექსტის გააზრების ტესტის ჩატარება
ü
მონაცემთა
შედარება და ანალიზი
ü
ინტერვენციების
დაგეგმვა და განხორციელება
ü
ცვლილებების
განხილვა
ü
შედეგების
და დასკვნების პრეზენტაცია
თავიII
2.1 საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა:
კეროლინ ჩემპენი და რიტა კინგი თავის ნაშრომში: „ კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები“ საუბრობენ იმის შესახებ, რომ ყოველი მასწავლებელი,რომელსაც სურს იყოს ფასილიტატორი სწავლის პროცესში, უნდა იყოს ასევე კითხვის მასწავლებელი, რადგან კითხვა არის ყველაზე არსებითი ფაქტორი ნებისმიერი საგნის შემთხვევაში.კითხვის სწავლებისათვის განსხვავებელი ინსტრუქციები ჰგავს ზღვაოსნობის მოსამზადებელ თავგადასავალს. ხომალდის კაპიტანი გამოავლენს ეკიპაჟის თითეული წევრის თავისებურებას და ნიჭს, ამდენად შეფასებები კეთდება ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით,რათა მოგზაურობა იყოს წარმატებული.ამის მსგავსად, თითოეულ მკითხველს აქვს თავისი განსაკუთრებული უნარი და ნიჭი. თითოეულ მკითხველს აქვს ასევე უფლება, შეისწავლოს ის ინფორმაცია, რომელიც მას ძალუძს. ამის გამოსავლენად, სწავლის გამოცდილება ძალიან პერსონალურია და კითხვითი მოგზაურობის დროს ძალიან ინდივიდუალურია. მასწავლებელი არის კაპიტანი, რომელიც განსაზღვრავს მკითხველის მოგზაურობის კურსს. წყვეტს როგორ უნდა იმოგზაუროს თითოეულმა მათგანმა და რა უნდა ისწავლოს დღის განმავლობაში. ამიტომაც
მასწავლებლის როლი კითხვის პროცესში განუზომლად მნიშვნელოვანია. მასწავლებლის
მიერ მუდმივად უნდა ხდებოდეს კითხვის ტექნიკებისა თუ გაგება-გააზრების
სხვადასხვა ახალი სტრატეგიების მოძიება, განხილვა და მორგება
მოსწავლეთა საჭიროებებზე. ამ კუთხით
უამრავი საინტერესო და ინოვაციური მასალაა
თავმოყრილი საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ გამოცემულ
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებულში, ჟურნალ „მასწავლებელსა“ და პედაგოგთა
პროფესიული გადამზადების მიერ გამოცემულ ლიტერატურასა და ინტერნეტ რესურსებში
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ გამოცემულსასწავლო-
მეთოდოლოგიური რესურსების კრებულში საფუძვლიანად არის განხილული კითხვის სწავლების
მეთოდები და საშუალებები დაწყებით საფეხურზე:
კითხვის უნარის დაუფლება ხუთი ძირითადი კომპონენტის
განვითარებას მოიცავს. ეს კომპონენტებია:
·
ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები
·
ანბანის
ცოდნა
·
ლექსიკური
მარაგი
·
გაწაფული-გამართული
კითხვა
·
ტექსტის
გაგება-გააზრება
ეს 5 კომპონენტი იდენტურია
ანბანური დამწერლობის მქონე ენებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა კითხვას მშობლიურ ენაზე
ეუფლება ადამიანი თუ მეორე ან მესამე ენაზე.
მოკლედ დავახასიათებთ თითოეულ კომპონენტს და განსაკუთრებით
გავამახვილებთ ყურადღებას იმ კომპონენტებზე და მათ ურთიერთკავშირზე რომლებიც ჩვენს
საკვლევ საკითხს წარმოადგენს.
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები
ფონოლოგიურ უნარებში ძირითადად იგულისხმება სიტყვის
შემადგენელ ბგერებსა(ფონემები) და მარცვლებზე ფოკუსირების, ასევე, ამ ბგერებით მანიპულირების
უნარები. ფონოლოგიური უნარის მქონე ბავშვმა უნდა შეძლოს: სიტყვის პირველი და ბოლო ბგერების
იდენტიფიცირება, სიტყვის ბგერებად და მარცვლებად დანაწევრება და სხვ.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით „განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას. ფონემური ცნობიერების განვითარება
მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლემ ანბანური პრინციპი გაიგოს.
ანბანის ცოდნა
ანბანის ცოდნა გახლავთ დაწერილი ასოს დაკავშირება
ბგერასთან,ანუ ასოებსა და ბგერებს შორის მიმართებების(ანბანური პრინციპის) გაცნობიერება.
უნარი ასევე გულისხმობს ანბანური პრინციპის გამოყენებას კითხვისა და წერის პროცესში.
კითხვის ამ კომპონენტის ფლობის გარეშე შეუძლებელია სიტყვების დეკოდირება და კითხვის
ტექნიკის განვითარება.
ლექსიკური მარაგი
ლექსიკური მარაგი არის გონებაში არსებული სიტყვების
ერთობლიობა. შეზღუდული ლექსიკური მარაგი წაკითხული ტექსტების გააზრების ძირითადი დამაბრკოლებელი
ფაქტორია. ლექსიკური მარაგის გამდიდრება გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვების გარკვეული
რაოდენობის მეხსიერებაში შენახვას, არამედ საკითხავი სიტყვების სიმრავლის მუდმივად
გაფართოებას,სალაპარაკო და საკითხავი ენობრივი მარაგისთვის ყოველდღიურად ახალი სიტყვების
მიმატებას, იმის უკეთ გაგება-გააზრებას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულ
კონტექსტში.
ხშირად ხდება, რომ მოსწავლის კითხვის უნარი კარგად
ვითარდება, მაგრამ მესამე- მეოთხე კლასებში ამ პროცესს სწორედ ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული
პრობლემები აფერხებს.
გამართული/გაწაფული კითხვა
კითხვა გამართულია, როცა ის მიმდინარეობს უშეცდომოდ, ადექვატური ტემპით,
გაბმულად და გამომსახველობით (ინტონაციითა და სასვენი ნიშნების გათვალისწინებით) გამართული
კითხვის დროს მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს
წინადადებებს, იყენებს იტონაციას, პაუზებსა და მახვილებს, რაც მას ტექსტის გაგებაში
ეხმარება. გარდა ამისა,ის სწრაფად, ძალისხმევის
გარეშე ახერხებს ცალკეული სიტყვების ამოცნობას და ერთმანეთზე გადბმას.
გაგება-გააზრება
წაკითხულის გაგება-გააზრება, არსებითად, კითხვის
ძირითადი დანიშნულებაა. გაგება-გააზრება არის იმგვარი სააზროვნო ინტერაქცია
ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემული შინაარსის კონსტრუირება
მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგება ეფექტურია, მკითხველს იმდენად ღრმად ესმის ავტორის
მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას შეუძლია წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების
ჩამოყალიბება, დასკვნების გამოტანა, ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება,შეკითხვების
დასმა, შედარება, კავშირების გაბმა და სხვა მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენება კითხვის
პროცესში.
კითხვის ამ ხუთი კომპონენტის სრულყოფილი სწავლება
არის გარანტი იმისა, რომ მოსწავლე ჩამოყალიბდეს კარგ მკითველად.
კითხვის სწვლების სხვადასხვა მეთოდს განიხილავენ მკვლევარები
საანბანო პერიოდისათვის. ესენია:
·
აღმავალი/
სინთეზური/ ნაწილებიდან მთელისკენ მიმართული; რომელიც იწყება ცალკეული ასოების ცნობით,
გრძელდება ასო-ბგერების მარცვლებად, შემდეგ სიტყვებად გაერთიანებით.
·
დაღმავალი
/ანალიზური /მთლიდან ნაწილებისკენ მიმართული . დაღმავალი მიდგომით ბავშვი მასწავლებლის
დახმარებით გამოყოფს ტექსტიდან მნიშვნელოვან სიტყვებს, შლის მათ მარცვლებად, შემდეგ
ბგერებად.
·
დაბალანსებული
/ანალიზურ-სინთეზური / მთელი- ნაწილი-მთელი. ამ მიდგომის მიხედვით კითხვის პროცესი
ორივე მიმართულებას მოიცავს=დაღმავალსაც და აღმავალსაც. კითხვის პროცესში ერთდროულად
მუშაობს რამდენიმე პროცესორი: ორთოგრაფიული (ასოების აღქმა), ფონოლოგიური(ბგერების
აღქმა), სემანტიკური, სინტაქსური, კონტექსტური. ამდენად კითხვა მოიცავს სიტყვების დეკოდირებასაც
და ტექსტის მნიშვნელობის გაგებასაც.
ეს რაც
შეეხება საანბანო პერიოდს, რომელიც უმნიშვნელოვანესია კითხვის სწავლებისათვის, მაგრემ
არანაკლებ მნიშვნელოვანია ანბანის შემდგომ პერიოდში და მომდევნო კლასებშიც გამართული-გაწფული
კითხვის სწავლება ტექსტის გაგება-გააზრებისათვის. ამისთვის გამოიყენებენ სხვადასხვა
ეფექტურ მიდგომებს და სტრატეგიებს, რომლებიც მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე, მოტივაციის ამაღლებაზე და სწავლის სტილზე. მოკლედ
მიმოვიხილავთ გაწაფული კითხვის ძირითად პრინციპებს:
გამართული/გაწაფული
კითხვის მოდელირება გახლავთ,
როდესაც მასწავლებელი, მოხალისე მშობელი ან უფროსი მეგობარი ახდენს გაწაფული კითხვის
დემონსტრირებას. მისი ეფექტური სტრატეგიებია:
·
ხმამაღალი საჩვენებელი წაკითხვა- უფროსი ხმამაღლა უკითხავს ბავშვებს საგანგებოდ შერჩეულ
ტექსტს
·
აუდიოწიგნები- მოსწვლეები უსმენენ ტექსტის აუდიოჩანაწერს და თან ტექსტს
თვალს აყოლებენ
·
მეგობრული კითხვა- გაწაფული მკითხველი უკითხავს მოსწავლეს ან მოსწავლეთა
ჯგუფს
ინტენსიური მართული პრაქტიკა
ხმამაღლა კითხვაში
·
ერთობლივი კითხვა ქოროში/გუნდად
·
ექოდ წაკითხვა
·
წყვილებში კითხვა
·
კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით
·
მეგობრული კითხვა
შერჩეული ტექსტების
გამეორებით კითხვა-კითხვის
გაწაფვისათვის ეფექტურია ერთი და იგივე ტექსტის რამდენიმეჯერ ხმამაღლა წაკითხვა.
დამოუკდებელი პრაქტიკა და პრეზენტაცია-ბავშვებს ბევრი ვარჯიში ჭირდებათ კითხვაში გასაწაფად.
პრეზენტაცია ეხმარება მოსწავლეებს გამომეტყველებითი კითხვის დაუფლებაში
დამოუკიდებელი ჩუმი კითხვა სკაფოლდინგით-მოსწავლეები დამოუკიდებელი ჩუმი კითხვით კითხულობენ
ტექსტს 10-15 წუთის განმავლობაში,მასწავლებელი დადის კლასში და აკვირდება კითხვის პროცესს,
მასწავლებელი დროდადრო აკითხებს მოსწავლეს ხმამაღლა ან სვამს გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ
შეკითხვებს ან აძლევს რაიმე კონკრეტულ დავალებას რომელსაც მოსწავლე კითხვის დასრულების
შემდეგ შეასრულებს. მაგ:.
·
მკითხველთა თეატრი
·
რადიოკითხვა
·
დეკლამაცია(სასცენო კითხვა)
ასევე საინტერესო და ეფექტურია გაწაფული კითხვის სწავლებისას
მეთოდი „ლუფსი“
მეთოდი „ლუფსით“ სწავლებისას შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროთ:
1.
სთხოვეთ ბავშვს, მოცემული ტექსტი წაიკითხოს ერთხელ;
2.
რომელი სიტყვაც გაუჭირდება, ის სიტყვა გახაზოს უბრალო ფანქრით;
3.
მხოლოდ გახაზული სიტყვები წაიკითხოს რამდენჯერმე;
4.
წაიკითხოს ტექსტი თავიდან და ყოველ გახაზულ სიტყვას, რომელიც სწორად წაიკითხა, ხაზი საშლელის დახმარებით მოაშოროს;
5.
ასე გააგრძელოს მანამ, სანამ ყველა სიტყვას ხაზს არ მოაშორებს.
ალბათ, გაჩნდება შეკითხვა – რით არის ეს მეთოდი სხვებზე უკეთესი?
ბავშვს თუ შეცდომებზე არ მიუთითე, შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ შეცდომით კითხულობს. მაგრამ ხშირად შეცდომების მითითებამ მას შეიძლება თავდაჯერებაც დააკრგვინოს.
„ლუფსით“ სარგებლობისას, პირველი წაკითხვისას, აუცილებელია ვინმე უსმენდეს გამოუცდელ მკითხველს და შეცდომების დაშვებისას, გაბრაზების გარეშე შეახსენოს ხაზის გასმა.
ხაზის გასმა ახდენს შეცდომის ვიზუალიზაციას და მისი დავიწყების საშუალებას არ აძლევს მკითხველს. თან მას შეუძლია დაინახოს და დაიხსომოს „მტერი“, რომელიც კარგად კითხვაში უშლის ხელს.
მეორე ეტაპზე პატარა მარტო რჩება და მხოლოდ ხაზგასმულ სიტყვებს კითხულობს რამდენჯერმე. ასე პატარას გაუჩნდება აზრი, რომ შეცდომის დაშვება საშინელება სულაც არაა. ხოლო მარტო დარჩენისას ის იძენს რწმენას, რომ თავადვე შეუძლია აღმოჩენილ პრობლემასთან გამკლავება.
მესამე ეტაპზე თავიდან ბოლომდე წაკითხვისას აღმოაჩენს, რომ მან ნამდვილად შეძლო შეცდომების გამოსწორება. და ის იწყებს ძნელად წასაკითხ სიტყვებზე ხაზების წაშლას. ბავშვმა პირველ ეტაპზე დაინახა თავისი შეცდომა, მესამე ეტაპზე კი ასევე ვიზუალურად დააფიქსირა თავისი შესაძლებლობა – საშლელი ასეთ სიტყვებს თანდათან აქრობს. მართალია, ყველა შეცდომა ვერ აღმოიფხვრა, მაგრამ ამავე ხერხით დანარჩენი სიტყვების სწორად წაკითხვასაც შეძლებს.
მეოთხე ეტაპი არის დარჩენილი სიტყვების ამოკითხვა. ამას თვითონ ბავშვი თქვენი ძალდატანების გარეშე გააკეთებს – ის ხომ საკუთარ თავსა და გარესამყაროს უმტკიცებს, რომ ძლიერია!
ამ მეთოდის რამდენჯერმე გამოყენება ბავშვს არამხოლოდ კითხვას ასწავლის, არამედ საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებას.
მეთოდი “ლუფსი” არის იმედისა და სტიმულის გზა გაწაფული მკითხველის ჩამოსაყალიბებლად. სცადეთ, აუცილებად დაინახავთ შედეგს.
კვლევებმა ცხადყო, რომ კითხვის ეს სტრატეგიები უნივერსალურია გაწაფული
კითხვის სწავლებისათვის, კერძოდ:
·
ამ სტრატეგიებით სწავლებისას მოსწავლეები უკეთეს შედეგებს
აღწევენ
·
უვითარდებათ როგორც ინდივიდუალობის ისე თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარები
·
აქვთ მაღალი მოტივაცია
·
კლასში ყალიბდება ემპათიური, თანამშრომლობითი, წიგნიერი
გარემო
თავიIII
3.1 კვლევის არსი, ძირითადი საკვლევი კითხვები
კითხვა გააზრების გარეშე კითხვა
არ არის. ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია სიტუაცია როდესაც ბავშვი კითხულობს ტექსტში
სიტყვებს სწორად, მაგრამ უძნელდება ეს პროცესი,
იმდენ ენერგიას, დროს და გონებრივ რესურსს ხარჯავს მათ ამოკითხვაზე რომ,
თუ ვკითხავთ რა წაიკითხა ვერ გვპასუხობს.
რა არის ამის მიზეზი?
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე
ამ პრობლემაზე დაკვირვებით ჩამოვაყალიბე საკვლევი საკითხი: გამართული/გაწაფული კითხვის
უნარის მნიშვნელობა ტექსტის გაგება-გააზრებისათვის და კვლევისათვის ჩამოვაყალიბე მთავარი
კითხვა:
= რატომ უჭირს მოსწავლეს წაკითხული ავთენტური ტექსტის
გაგება-გააზრება დაწყებით საფეხურზე, კერძოდ მე-2 კლასში ?
= როგორ გავუვითაროთ მათ გამართული/ გაწაფული კითხვის
უნარი, რომ ეს დაეხმაროს ტექსტის გაგება-გააზრებაში?
პრაქტიკული
კვლევა გულისხმობს
თანამშრომლობით, კოლექტიურ
მიდგომას, მკვლევრებისა
და არასპეციალისტების
ერთობლივი ძალისხმევით
განხორციელებულ ქმედებას.
პრაქტიკულ კვლევაში
ჩართული პიროვნებები
ერთ გუნდად ერთიანდებიან,
ერთმანეთს მოსაზრებებს
უზიარებენ, იღებენ
გადაწყვეტილებებს და
სასურველ შედეგსაც
აღწევენ. ამიტომაც,
კვლევა განვახორციელეთ
II კლასებში, რადგანაც
ასაკობრივად ერთ ჯგუფს მიეკუთვნებიან
და ამიტომ ფიზიკური გონებრივი და ფსიქოლოგიური განვითარების სიახლოვე აკავშირებთ. ასევე სწავლობენ ერთი და იგივე პროგრამით და ერთი და
იგივე თემატური საკითხებია განსახილველი. კვლევაში
ჩავრთე მოსწავლეთა მშობლები და
მასწავლებლები.
კვლევის მთავარ კითხვაში
აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში ვფიქრობ დამეხმარება შემდეგ კითხვებზე პასუხის
გაცემა:
o
მოსწავლეები
ხალისით ასრულებენ საკითხავ დავალებებს თუ უჭირთ მისი შესრულება?
o
თუ უჭირთ რა არის ამის მიზეზი?
o
რა უქმნით
სირთულეს სასკოლო ტექსტებში?
o
როგორი
ტექსტები მოსწონთ?
o
როგორი
ტექსტები არ მოსწონთ?
o
რა დროს
უთმობენ კითხვას სახლში?
o
რა პრობლემებს
აწყდებიან კითხვის დროს?
o
მოსმენილ
ტექსტს უფრო იოლად იაზრებენ თუ წაკითხულს?
o
რა არის
ამის მიზეზი?
ამ კითხვებზე პასუხის
გაცემა საშუალებას მომცემს დავადგინო კითხვის დროს წარმოქმნილი სირთულეების მიზეზები
და განვსაზღვრო რამდენად უქმნის ბარიერს გაუწაფავი კითხვა მოსწავლეებში კითხვის სურვილს
და აფერხებს ტექსტის გაგება-გააზრებას.
3.2 კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა
1.სსიპ ქ. თბილისის 107-ე სკოლის მე-2 კლასის 146 მოსწავლე, გოგონა-75 ვაჟი-71
2.სსიპ ქ.თბილისის 107-ე სკოლის მე-2 კლასის მშობლები
3.სსიპ ქ, თბილისის 107-ე სკოლის მე-2 კლსების ქართული ენის 6 მასწავლებელი
სულ-298 რესპოდენტი
თავი IV
კვლევის დიზაინი
4.1.
კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1.
107-ე
სკოლის მე-2 კლასების მოსწავლეები
2.
107-ე
სკოლის მე-2 კლასების მშობლები
3.
107-ე
სკოლის მე-2 კლასების 6 პედაგოგი
4.2
კვლევის მეთოდები:
მონაცემთა
შეგროვება
განხორციელდა
შემდეგი
მეთოდების
გამოყენებით:
აქტივობა
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
პრობლემის
შერჩევა
|
ü
|
||||
კვლევის
სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
ü
|
||||
მოსწავლეთა
გამოკითხვა
|
ü
|
||||
მონაცემთა
დამუშავება და ანალიზი
|
ü
|
||||
ინტერვიუ
პედაგოგებთან
|
ü
|
||||
ინტერვიუს
შედეგების ანალიზი
|
ü
|
||||
კითხვარების
შედგენა დამუშავება
|
ü
|
||||
მოსწავლეთა
ანკეტირება
|
ü
|
||||
მშობელთა
ანკეტირება
|
ü
|
||||
მიღებული
შედეგების ანალიზი
|
ü
|
||||
მეორადი
მონაცემების ანალიზი
|
ü
|
||||
სავარუდო
ინტერვენციების განხილვა
|
ü
|
||||
ინტერვენციების
განხორციელება
|
ü
|
ü
|
|||
ინტერვენციის
შედეგების ანალიზი
|
ü
|
||||
პრეზენტაცია
დაწყებითი კლასების კათედრასთან
|
ü
|
v
ანკეტირება--
მოვამზადე კითხვარები მოსწავლეთა მშობლებისთვის და პედაგოგებისათვის
v
ინტერვიუ
– აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია პედაგოგების შეხედულება საკუთარ მოსწავლეებზე
v
ფოკუსირებული დაკვირვება – ეს
მეთოდი გამოვიყენე მოსწავლეებთან
ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.
v
მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს
მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.
4.
3. კვლევის ვადები:
თავი V
5.1. მონაცემთა ანალიზი
წინა თავებში განვიხილეთ ტექსტის გაგება გააზრების
გამომწვევი სავარაუდო პრობლემები და იმის მიზეზები თუ რატომ არ უყვართ ბავშვებს საკითხავი
დავალებების შესრულება, მაგრამ კვლევა რომ უფრო სანდო გამეხადა და რომ დამესახა შესაბამისი
ინტერვენციები, თუ რა გზით შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება და გაუმჯობესება გამოვიყენე
ანკეტირება მეორე კლასის მასწავლებლებთან და მოსწავლეთა მშობლებთან, ასევე ინტერვიუ
მოსწავლეთა ფოკუსჯგუფებთან.
ჩემი მიზანი იყო გამერკვია რა აფერხებდა მათ ინტერესს
და რე მიზეზები ქმნიდა კითხვასა და წაკითხულის გაგება-გააზრებაში სიძნელეებს. გასაუბრებისა
და კითხვარების გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ რეალურად არსებობს პრობლემის გამომწვევი
რამდენიმე მიზეზი.
კერძოდ როგორც მასწავლებლებმა ასევე მშობლებმა
და მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კითხვაში სირთულეს ქმნის და მოსწავლეებს კითხვისადმი
ინტერესს უკარგავს:
v
მოძველებული,
არასაინტერესო ტექსტები
v
ტესტებში
უცნობი ლექსიკური ერთეულების სიჭარბე
v
კითხვის
ტექნიკის გაუმართაობა, როდესაც მოსწავლეებს უჭირთ სიტყვების ამოკითხვა და დიდ დროს
და ენერგიას ხარჯავენ მასზე, ვეღარ ხერხდება
წაკითხულის გაგება-გააზრება და შესაბამისად მოსწავლე კარგავს კითხვისადმი ინტერესს
გასაუბრება ჩავატარე დაწყებითი
კლასების სხვა პედაგოგებთანაც. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ყველა კლასში სწავლება
მიმდინარეობს ერთი და იგივე გრიფირებული სახელმძღვანელოთი, რითაც მასწავლებლებს გარკვეულწილად
ეზღუდებათ უფლება შეიტანონ მოსწავლეებთან სხვა
უფრო ხელსაყრელი და საინტერესო ნაწარმოებები, თუმცა დაწვრილებით გავეცანით ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს და გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული
სასწავლო გეგმით გაანსაზღვრული შედეგების მიღწევა უკეთ შეიძლება სხვადასხვა ალტერნატიული
ტექსტების და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით. ამიტომაც გადავწყვიტეთ მოსწავლეებისათვის
შეგვერჩია უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურა. გავეცანით ალტერნატიულ საბავშვო
ლიტერატურას რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ შესაბამისი ასაკის მოსწავლეებში
და გადავწყვიტეთ მოსწავლეებისათვის შეგვეთავაზებინა მათთვის საინტერესო გასაგები ენით
დაწერილი ავთენტური ნაწარმოებები.
მეორეული გამოკითხვებისა და მოსწავლეთა
ტესტირებაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ავთენტური, საინტერესო, ნარატიული
ტექსტის გაცნობის შემთხვევაშიც კი მოსწავლეთა ნაწილს ჰქონდა მაღალი შედეგი ტექსტის
გაგება-გააზრებაში. კითხვის ტექნიკის განმსაზღვრელი ტესტირებისა და გაგება-გააზრების
შესაფასებელი ტესტირების შედარების შედეგად გამოიკვეთა, რომ წაკითხულის გააზრებაში
უმეტესად იმ მოსწავლეებს აქვთ მაღალი შედეგები, რომლებიც კითხვის ტექნიკას უკეთ ფლობენ
და პირიქით დაბალი შედეგები წაკითხულის გააზრებაში აქვთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც მოიკოჭლებენ
გამართულ/გაწაფულ კითხვაში.
მასწავლებელთა და მშობელთა
გამოკითხვის შედეგები კითხვაზე:
--- რატომ უჭირთ ბავშვებს
წაკითხულის გაგება-გააზრება და რა უკარგავს კითხვის მოტივაციას?
პასუხები ასე განაწილდა:
მოსწავლეთა
შედეგები გამართულ/გაწაფულ კითხვაში კვლევის დასაწყისში :
მოსწავლეთა შედეგები ტექსტის გაგება-გააზრებაში კვლევის
დასაწყისში:
5.2.კვლევის მიგნებები
მასწავლებელთა და მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვებიდან,
ასევე მასწავლებელთა ფოკუსჯგუფებთან ინტერვიუების შედეგად და მეორადი მონაცემების ანალიზიდან(ტესტირებების
შედეგების შედარება) გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ პრობლემის გამომწვევ ძირითად
მიზეზებად სწორედ ის ფაქტორები დასახელდა, რაც ვივარაუდეთ კვლევის გეგმის შედგენისას:
v
მოძველებული,
არასაინტერესო ტექსტები
v
ტესტებში
უცნობი ლექსიკური ერთეულების სიჭარბე
v
კითხვის
ტექნიკის გაუმართაობა, როდესაც მოსწავლეებს უჭირთ სიტყვების ამოკითხვა და დიდ დროს
და ენერგიას ხარჯავენ ამაზე, ამის გამო ვეღარ
ხერხდება წაკითხულის გაგება-გააზრება და შესაბამისად მოსწავლეს კარგავს კითხვისადმი
ინტერესს
თუმცაღა გამოითქვა მოსაზრებები, რომ პრობლემის გამომწვევი
მიზეზები შესაძლოა სხვაც ყოფილიყო, კერძოდ:
ü
ზედმეტი
სიმკაცრე მსობელთა და ზოგჯერ მასწავლებელთა მხრიდან
ü
კითხვის
სწავლების მეთოდების არასათანადოდ ცოდნა მასწავლებლებისა და მშობელთა მხიდან
ü
თანამშრომლობის
ნაკლებობა მასწავლებელსა და მშობელს შორის
5.3
შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში
მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციების
ვარიანტები:
ü
მეორე
კლასის მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრების მოწყობა სადაც გაეცნობიან კითხვის
სწავლებასთან დაკავშირებულ ლიტერატურას
ü
სასწავლო
მასალების შერჩევა მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით
ü
მშობლებთან
შეხვედრა და კითხვის თანამედროვე მეთოდების გაცნობა, მშობლებთან თანამშრომლობის გაღრმავება
ü
გაკვეთილების
დაგეგმვა კითხვის ისეთი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით, რომლებიც ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში გამართული/გაწაფული კითხვის უნარის განვითარებას და ტექსტის გაგება-გააზრებას
ü
კითხვის
საათზე მუშაობის გაძლიერება, მოსწავლეთა მიერ შერჩეული ტექსტების წაკითხვა, განხილვა
ü
შეხვედრა
მათ საყვარელ მწერალთან და ავტორის მიერ წაკითხული ნაწარმოებების მოსმენა და განხილვა
ü
ადექვატური,
საინტერესო და დაძლევადი საკითხავი დვალებების მიცემა მკაფიო ინსტრუქციებით
ü
მშობლებისთვის
სარეკომენდაციო საკითხავი მასალის მიწოდება
5.4
განხორციელებული ცვლილებები
შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:
1.მეორე კლასის მასწავლებლებს
გავაცანი სპეციალური ლიტერატურა კითხვის სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებით, როგორც
ბიბლიოთეკიდან ასევე ინტერნეტიდან მოძიებული მასალებით. პედაგოგებში განსაკუთრებული
ინტერესი გამოიწვია „სქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-pried-ის მიერ შექმნილმა
ლიტერატურამ „კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე“ ასევე პორტალზე www.kargiskola.ge და maswavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულმა მასალებმა და ასაკობრივი დონეების მიხედვით დალაგებულმა საბავშვო ლიტერატურამ.
გადაწყვიტეს ამ მეთოდებისა და ნაწარმოებების შეტანა მოსწავლეებთან.
2. მოსწავლეებისათვის
შევარჩიეთ სახალისო, ნარატიული, მათი ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების შესაფერისი
საკითხავი წიგნები, რამაც მოსწავლეებში კითხვის მოტივაცია გაზარდა.
3. მშობლებს გავაცანით
კითხვის თანამედროვე მიდგომები, თუ როგორ დაეხმაროს ბავშვს გამართული/გაწაფული კითხვის
უნარის ჩამოყალიბებაში
4. დავგეგმეთ გაკვეთილები
სამფაზიანი კონსტრუქცივისტული მოდელის მიხედვით, რომელთა მეორე ფაზაზე ყოველდღიურად
აქტიურად ვიყენებდით გაწაფული კითხვის ზემოთჩამოთვლილ და განხილულ აქტივობებს, ხოლო
მესამე ფაზაზე გაგება-გააზრების სხვადასხვა სტრატეგიებს ვთავაზობდით მოსწავლეებს. დაკვირვებისა
და შემდგომი ანალიზის საფუძველზე მკაფიოდ შესამჩნევი გახდა კითხვის უნარის გაუმჯობესება
და ამის საფუძველზე გაუმჯობესდა მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება.
5. კითხვის საათზე
ვკითხულობდით თვითონ ბავშვების მიერ შერჩეულ და მოწონებულ ლიტერატურას, მოსწავლეები
თვითონ უწევდნენ თანაკლასელებთან რეკომენდაციებს თავის წაკითხულ ნაწარმოებებს და ეს
კიდევ უფრო ამაღლებდა ბავშვებში მოტივაციას
6. მოვაწყვეთ შეხვედრა
საბავშვო მწერალთან ლელა ქისტაურთან მწერალთა სახლში, სადაც მოისმინეს ავტორის მიერ
მხატვრულად წაკითხული ნაწარმოებები
7. მშობლებს მივაწოდეთ
სარეკომენდაციო საკითხავი ლიტერატურის ნუსხა, საიდანაც მოსწავლეები შეარჩევდნენ მათთვის საინტერესო ნაწარმოებებს
8. საკითხავი დავალებები
შევურჩიეთ ისეთი, რომლებიც არ გამოიწვევდა მათ გადაღლას, იქნებოდა დაძლევადი და ამით მოსწავლე მეტად თავდაჯერებული,
მოტივირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული გახდებოდა.
თავი VI.
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1. რეკომენდაციები
რეკომენდაციები
შემდეგნაირად
ჩამოყალიბდა:
1.მასწავლებლებმა
მოსწავლეებს შეურჩიონ ავთენტური საინტერესო ტექსტები
2. მასწავლებლებმა
გაითვალისწინონ უცნობი ლექსიკური ერთეულების ოპტიმალური რაოდენობა ტექსტებში და იმუშაონ
მოსწავლეებთან მათ გაცნობასა და აქტიურად ათვისებაზე
3. გაკვეთილებზე გამოიყენონ
გაწაფული კითხვის ეფექტური მეთოდები
4. ითანამშრომლონ
მშობლებთან ინტენსიურად და მიაწოდონ მათ რჩევები
კითხვის სწავლებასთან დაკავშირებით
5. კლასის საათსა
და გასვლით გაკვეთილებზე მოხდეს კითხვის მოდელირება უფროსი მეგობრის, ავტორის ან სხვა
გაწაფული მკითხველის მიერ
6. დავალებები იყოს
ადექვატური სირთულის, დაძლევადი, სახალისო და მამოტივირებელი მოსწავლეებისათვის
6.2.
ინტერვენციის შეფასება
ü
რამდენად
ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული მეთოდებით მუშაობა მოსწავლეებთან?
ü
დაეხმარა
თუ არა მოსწავლეს ჩვენ მიერ შერჩეული ლიტერატურა და კითხვის სწავლების სტრატეგიები
კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში?
ü
შეუწყო
თუ არა ხელი ტექსტის გაგება-გააზრების ხარისხს გაწაფულ კითხვაზე მუშაობამ?
ü
დაეხმარა
თუ არა მასწავლებლებს სამუშაო შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია და მიწოდებული ლიტერატურა?
კვლევის მიერ შემუშავებული მეთოდებით მუშაობის
ეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე პედაგოგეში სიახლეების დასანერგად გატარებული ინტერვენციების
შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე. (თითოეული მასწავლებლის
ერთი გაკვეთილი). გაკვეთილებზე გამოჩნდა, რომ მასწავლებლები აქტიურად იყენებენ ახალ
მიდგომებს გაწაფულ კითხვასა და საკითხავ ტექსტებთან დაკავშირებით საკუთარ კლასებში.
მოსწავლეებიც მეტი ინტერესს ამჟღავნებდნენ გაკვეთილზე და აქტიურად იყვნენ ჩართული გაწაფული
კითხვისა და გაგება-გააზრების სხვადასხვა აქტივობებში. მსჯელობდნენ ტექსტის ირგვლივ,
ავლენდნენ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და შეფასების უნარებს.
მშობლების დამოკიდებულების დასადგენად ჩავატარე
განმეორებითი ანკეტირება მშობლებთან(ანონიმურობის დაცვით). საიდანაც გაირკვა რომ მშობლები
უფრო სწორი მიმართულებით იყვნენ ჩართული შვილების სწავლის პროცესში კითხვის მიმართულებით
ისინი ფლობდნენ საკმაო ინფორმაციას თუ როგორი მიდგომებით და დამოკიდებულებით უნდა ემუშავათ
შვილებთან, ამასთანავე მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ბავშვები უფრო მეტ ინტერესს ავლენდნენ
საკითხავი ლიტერატურის მიმართ და ხალისით ასრულებდნენ საკითხავ დავალებებს.
ჩავატერე ინტერვიუ პედაგოგებთან, ისინი აცხადებდნენ,
რომ შეთავაზებული ალტერნატიური ავთენტური ნაწარმოებებით მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ
და კითხვის ახალი მეთოდებით მუშაობამაც მათი სასწავლო პროცესი უფრო შედეგიანი გახადა,
რადგან ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული კითხვის სხვადასხვა აქტივობებში და შედეგიც
გარკვეული ეტაპის (1 თვის) შემდეგ უკვე თვალსაჩინო გახდა ყველაზე პრობლემურ მკითხველებთანაც
კი.
მოსწავლეთა
შედეგები გამართულ/გაწაფულ კითხვაში ინტერვენციების განხორციელების შემდეგ:
მოსწავლეთა შედეგები ტექსტის გაგება-გააზრებაში ინტერვენციების
განხორციელების შემდეგ:
თავიVII
დასკვნა/რეფლექსია
სკოლაში ჩატარებული
პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილებების
დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ
დაწყებითი კლასების, კერძოდ მეორე კლასების მოსწავლეებში მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების
სირთულეების და კითხვისადმი ინტერესის დაქვეითების მიზეზებია:
ü
მოძველებული,
არქაული ენით დაწერილი ტექსტები, რომლებიც გაჯერებულია მისი ასაკისთვის ზედმეტად ბევრი
უცნობი ლექსიკური ერთეულებით
ü
გაუმართავი
კითხვა, როდესაც მოსწავლე მთელ გონებას და ენერგიას ახმარს ტექსტის ამოკითხვას/დეკოდირებას
და ვერარ ახერხებს შინაარსის წვდომას
ü
პედაგოგთა
და მშობელთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა
ü
კითხვის
სწავლების თანამედროვე მეთოდების არასრულფასოვანი ცოდნა და/ან არასათანადო გამოყენება
გაკვეთილზე მასწავლებელთა მიერ
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. კვლევის ჩატარების პარალელურად, მიღებულ ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს II კლასების დამრიგებლები ვუზიარებდით ერთმანეთსაც
და
ამ
კლასების
სხვა
მასწავლებლებსაც.
კვლევის
პროცესი
იყო
ღია.
თავდაპირველად
იყო
ინფორმაციული
შეხვედრები
კოლეგებთან,
რომელთა
აზრსაც
ვითვალისწინებდი
კვლევის
მიმდინარეობისას.
კვლევის
დასრულების
შემდეგ
დაწყებითი
კლასების
კათედრის სხდომაზე გავაკეთე
ჩატარებული კვლევის
პრეზენტაცია.
კოლეგებს
მოეწონათ
დაგეგმილი
ინტერვენციები
და
მათი
განხორციელების
გზები.
განსაკუთრებული
ინტერესი
გამოიწვია
საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტის G-pried-ის მიერ გამოცემულ კრებულში შემოთავაზებულმა
მეთოდებმა,
რომლებმაც
განსაკუთრებული
შედეგი
მოგვცა.
საინტერესოდ
ეჩვენათ
გამართული/ გაწაფული კითხვის
აქტივობები და საბავშვო ლიტერატურა რომლებმაც ხელი შეუწყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებში კითხვის
ტექნიკის დახვეწას და კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას. პედაგოგებმა
სურვილი
გამოთქვეს
ჩატარებული
კვლევის
დასკვნები
გამოეყენებინათ
საკუთარ
პრაქტიკაში.
აღნიშნული კვლევის შედეგების გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ და მისი გამომწვევი მიზეზებიც იდენტურია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
„
კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები“
კეროლინ ჩემპენი, რიტა კინგი
2. პრაქტიკის კვლევის წარმოება-ნაწილი 1
3.
ჟურნალი -„მასწავლებელი“
5.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი „კითხვისა და წერის სწავლება
დაწყებით საფეხურზე“
დანართიN1
კითხვარი მშობლებისათვის:
1. გაქვთ თუ არა საოჯახო ბიბლიოთეკა?-------------------------
2. არის თუ არა მასში საბავშვო წიგნები?-------------------------
3. კითხულობენ თუ არა ოჯახის წევრები?------------------------
4. იჩენს თუ არა ინტერესს თქვენი შვილი წიგნებისადმი?--------------------------------------------------------------------------------------
5. უკითხავდით მას წიგნებს სკოლამდელ ასაკში?-----------------------------------------------------------------------------------------------
- 6. რა ჟანრის ნაწარმოებები უფრო მოსწონს? (ლექსები. ზღაპრები, მოთხრობები...)----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. უყვარს თუ არა საანბანო ტექსტების კითხვა? (იგულისხმება თითოეული ასოს შესასწავლი ტექსტი?---------------------------------------------------------------------------------------------------------
8. თქვენი აზრით, არის საინტერესო „დედაენის“ ის საანბანო ტექსტები, რასაც კითხულობენ? ა)
დიახ ბ) ნაწილობრივ გ) არა
9. თავისით ჯდება წასაკითხად, თუ თქვენი მითითების შემდეგ?( თუ უთითებთ,რა სახით- ჩვეულებრივი ხმით, ყვირილით, მუქარით, იძულებით, სხვა...)
10. თუ კითხვა არ უყვარს, რა შეიძლება იყოს ამის
მიზეზი? ა) უინტერესო ტექსტი ბ)
მოძველებული სიტყვა-გამოთქმები გ)
კითხვის მეთოდი (მთელი, მარცვალი, ასო-ბგერა, მთელი) დ) სხვა
(ჩაწერეთ)-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11. ფლობთ თუ არა იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც დაგეხმარებათ იმაში, რომ შვილი დააინტერესოთ წიგნითა და მისი წაკითხვით?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. იღებთ თუ არა საჭირო რეკომენდაციებს მასწავლებლისგან, თუ როგორ წაახალისოთ და შეაყვაროთ კითხვა? ა) დიახ ბ) ნაწილობრივ
გ) არა
13. რა ხერხს მიმართავთ კითხვის წასახალისებლად? ამართლებს იგი?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14. რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ ბავშვს გაუჩნდეს წიგნის კითხვის ინტერესი?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რამის დამატება გსურთ
გმადლობთ მონაწილეობისთვის.
დანართიN2
კითხვარი მასწავლებლებისათვის:
1. გქონიათ (გაქვთ) პრობლემა იმისა, რომ მოსწავლეებს არ უყვართ კითხვა?
ა) არა ბ) კი
როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი/მიზეზები?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ მოსწავლე დაინტერესდეს კითხვით?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა მეთოდს, ხერხსა თუ სტრატეგიას იყენებთ კითხვის წასახალისებლად? ამართლებს?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. აქვთ თუარა თქვენს
მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემები?
ა) დიახ ბ) არა
5. თუ აქვთ რა არის
ამის მიზეზი? (თქვენი შეხედულებით)------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მადლობა კითხვარის შევსებისთვის
დანართი N 3
ტექსტის წაკითხვის ტესტი
ტესტის დანიშნულება:
ტექსტის გამართული კითხვის უნარის შემოწმება
ტესტის ტიპი: ინდივიდუალური,
თან ახლავს მოსწავლის ფურცელი
ტესტის ჩატარების
ვადები: ქართული, მეორე კლასი
ტეტის ხანგრძლივობა:
60 წამი
ტესტის წაკითხვის ტესტი:
მოსწავლე:
კლასი:
მასწავლებელი: თარიღი
ჭიანჭველა და ფუტკარი
იდგა გაზაფხული.
მინდორში ფერადი ყვავილები ამოსულიყო. ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებდა. ერთმა ჭიანჭველამ ლამაზი ყვავილი იპოვა. ჯერ ღეროზე
აცოცდა, შემდეგ გულში ჩაცოცდა და საქმეს შეუდგა. ამასობაში ფუტკარიც მოფრინდა. ჭიანჭველას
არ ესიამოვნა მისი დანახვა.
--თავი ნუ ამატკივე ამდენი ბზუილით! მე შენზე ნაკლებს არ ვშრომობ, მაგრამ ქვეყანას არ ვაყრუებ
ტრაბახით! -- შეუტია ჭიანჭველამ ფუტკარს. თაფლის ოსტატს გაეცინა, ოდნავადაც არ გაბრაზებულა.
რა ვქნა,
ძმაო! შენ თუ მუშაობ, მხოლოდ შენი თავისთვის, მე კი ჩემი შრომით ჩემს თავსაც ვადგები
და ხალხსაც. ტრაბახი კი გულშიც არ გამივლია, ღმერთმა ასეთი ბზუილა გამაჩინა,-- მშვიდად
მიუგო ფუტკარმა და სხვა ყვავილისკენ გაფრინდა.
|
7
14
24
32
42
50
56
68
78
86
90
|
ერთ წუთში წაკითხული სიტყვების რაოდენობა__________-,
შეცდომების რაოდენობა_________
სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობა____________
|
1 .
კითხულობდა თუ არა მოსწავლე სასვენი ნიშნების გათვალისწინებით?
ა) კი ბ)
არა
2
.
კითხულობდა თუ არა მოსწავლე ინტონაციით?
ა) კი ბ)არა
დანართი N4
მხატვრული(თხობითი) ტექსტის გააზრების ტესტი
ტესტის დანიშნულება: მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის შემოწმება.
ტესტის ტიპი: ჯგუფური, წერითი
ტესტის ხანგრძლივობა: 40 წთ
ქულების მინიჭება: მოსწავლეები ყოველ სწორად გაცემულ პასუხში 1 ქულას
მიიღებენ.
მხატვრული ტექსტის გააზრების
ტესტი:
დათვი
და ტურა
ლ/შალიკიანი-ხოტივარი
იყო ერთი ზარმაცი ტურა. დილით ადრე ადგომა არ იცოდა,
შუადრეზე ზილი უყვარდა და საღამოს, მზის ჩასვლამდე---მოსვენება.
სიზარმაცე, აბა, რა ხეირს დააყრიდა და შიმშილით
სული სძვრებოდა. თვალი მუდამ სხვის ნანადირევზე ეჭირა, მაგრამ მელა იმას ქატმის ჩიჩიას
დაანებებდა? ან მგელი-ცხვრის დუმას? დათვი კი მართალია, ბრიყვია, მაგრამ წაბლით, პანტით
და კენკრით იკვებება.
ტურამ იფიქრა ( შიმშილი რას არ ჩაგადენინებს!),
იქნებ ეს ბაჯბაჯა ვაცდუნო და ცხოველებზე ნადირობა დავაწყებინოო.
--ამისთანა ჯანისა და ღონის პატრონი დილიდან საღამომდე საჭმელს რომ დაეძებ
და მუცელი ვერაფრით ამოგიყორავს, შენი საცოდაობით მეც მშიერი ვრჩები და არ ვიცი, რა
ვიღონოო.
გულუბრყვილო დათვმა დაიჯერა:
დახე, როგორ ვყვარებივარო!
--რა ვქნა, რა გიშველო? თუ გინდა ხეზე ავალ, მაჟალოსა და პანტას დაგიკრეფ,
შენც ჭამე, არ მოგერიდოსო.
--შენ, ამოდენა მხეცს, მაგის ჭამა როგორ გეკადრება, როცა მე რომ გაცუცული
და მშიერი ტურა ვარ, მაგას პირსაც არ ვაკარებო.
---აბაო?...-- დაიბნა დათვი
--შენ რომ მგელსტორი დაჰკრა, სულს გააფრთხობინებო...
--მერედა მგლის მყრალ ხორცს რა გვაჭმევსო?
--ღორისა იყოს, ანდა ირმისა და შვლის ხორცს რა სჯობია,-- პირზე ნერწყვი
მოადგა ტურას,--, ან ხარ-ძროხა ვინ დაიწუნებს?...
გააბრიყვა დათვი. დაერია ეს
ვეება ნადირი და ყველაფერს მუსრი გაავლო. ჩაუსახლდა ბუნაგში ტურა, ჭამს, სვამს და სძინავს. გასუქდა, გაზულუქდა, ტყავში ვეღარ ეტევა.
მიიწურა შემოდგომა, დაწვა დათვი
და აღარ იღვიძებს. დამშეული ტურა ჩაჰკივის, უსრესს ყურებს და ასხამს ცივ წყალს, მაგრამ
ვის ეყურება. უდევს პირში მძინარე დათვს თათი, წოვს და ბაიბურში არაა.
ტურა რაღას ინადირებდა? გაშლილ
სუფრასთან ჯდომით სიარულსაც გადაეჩვია.
ეგდო მშიერ-მწყურვალი დათვის
ბუნაგთან, დასუსტდა, გაძვალტყავდა დათქვენი ჭირი წაიღო.
1.
რა
ახასიათებს ტურას?
ა) სიზარმაცე ბ) შრომის სიყვარული გ) მეგობრებზე ზრუნვა
2.
როგორ
გესმით გამოთქმა „ სიზარმაცე აბა რა ხეირს დააყრიდა?“
ა) სიზარმაცე
რას მოუტანდა?
ბ) სიზარმაცე
ხომ გააბედნიერებდა!
გ)სიზარმაცე
რა სიკეთეს მოუტანდა?
3.
რას ნიშნავს
ბრიყვია?
ა) ჭკვიანია ბ) სულელია გ) ღორმუცელაა
4.
როგორი
სიტყვებია ჯანი და ღონე?
ა) ერთნაირი
მნიშვნელობის სიტყვები
ბ) საპირისპირო
მნიშვნელობის სიტყვები
გ) რთული
სიტყვები
5.
როგორ
მოატყუა ტურამ დათვი?
ა) ლანძღვით ბ) ცბიერებით გ) ძალადობით
6.
როდის იძინებს დათვი?
ა) გაზაფხულზე ბ) შემოდგომით გ) ზამთარში
7.
როგორ
გესმით გამონათქვამი: „ტყავში აღარ ეტევა?“
ა) ძალიან
გასუქდა ბ)ტყავი დაუზიანდა გ) ტყავი გაიძრო
8.
როგორ
გესმით: „ბაიბურში არაა?“
ა) ტყის
ბუბუნი ესმის ბ) არაფერს ჭამს გ) ვერაფერს იგებს
9.
რა მოაქვს
უშრომელობას?
ა) შიმშილი
და სიკვდილი
ბ) მხიარულება
და ბედნიერება
გ) მეგობრის
ერთგულება და პატივისცემა
10.რომელი
ანდაზით გამოხატავდით ტექსტის მთავარ აზრს?
ა) „ბებერი
ხარის რქაც ხნავსო“
ბ)“აქლემის
ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო“
გ) „რაც
მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო“
Comments
Post a Comment